ჩვენს შესახებ

მე ქართველი ვარ

Cortex არის ქართული კედების წარმოება, რომელიც თანამედროვე, პროგრესული საზოგადოების ანარეკლია. ის დამოუკიდებლობის, გამბედაობის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქნა ჩაფიქრებული. კორტექსი გამოგარჩევს, სავსეა ფერებით და უხდება ყველაფერს. ჩვენ ვქმნით ხარისხს, ფერს, სტილს, კომფორტს, გემოვნებას! ჩვენ გვჯერა პროგრესის და ნათელი ფერების. არ გვაქვს ჩარჩოები, არ გვაშინებს განსხვავებულობა და ვსუნთქავთ მომავალს.

პროდუქტის შექმნა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომ თითოეული კედი იქმნება ხელით, განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით.

– წარმოება –

ჩვენი საწარმო მდებარეობს
ქალაქ თბილისში

– ნედლეული –

ვიყენებთ როგორც ადგილობრივ,
ასევე იმპორტირებულ ნედლეულს