NEO

ფერადი და დამოუკიდებელი თაობისთვის

მკვეთრი და გამორჩეული

გაიცანით სრულიად განსხვავებული და თვალშისაცემი ქართული კედები გამორჩეული დიზაინით, საქართველოს რუკის კონტურითა და თანამედროვე ელემენტებით. NEO – Cortex-ისა და დიზაინერ Ninellie-ს ერთობლივი კობრენდული ნაწარმია, რომელიც შთაგვაგონებს ვიამაყოთ ქართველობით და ხელი შევუწყოთ ერთიანი ქვეყნის კონტურის პოპულარიზაციას მსოფლიო რუკაზე.

კომპლექსური დიზაინი

NEO შექმნილია ბრენდ Ninelie-სთან კოლაბორაციით. კედის დიზაინი ეკუთვნის Ninelie-ს, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს რუკის რელიეფური დეტალით. კედის დიზაინში მკვეთრი ფერითაა გამოსახული საზღვრის კონტურული შტრიხის იმიტაცია, რაც ორივე მხრიდან გასდევს კედს. ნათელი და მკვეთრი ფერები ოპტიმიზმის, სილაღის და ნათელი მომავლის იმპულსების გამომხატველია. სწორედ ამიტომ, NEO არის ახალი, ფერადი, პოზიტიური, გაბედული და თავისუფალი თაობის ფეხსაცმელი.

ხარისხი უპირველესია!

ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომ თითოეული კედი იქმნება ხელით, ბუნებრივი და ხარისხიანი მასალისგან. განსაკუთრებული გამძლეობისთვის, ძირები შემოკერილია. მოდელი უნისექსია. იდიალურად ერგება როგორც მამაკაცის, ისე ქალის ფეხს, რბილი და ჰაეროვანი ჩასაფენი კი განაპირობებს მის განსაკუთრებულ კომფორტულობას.

ნედლეული და მასალები

კედები შექმნილია უმაღლესი ხარისხის იმპორტირებული ნატურალური ტყავისგან, როგორც ზედაპირი, ისე შიგთავსი/სარჩული. დეკორატიულ მასალად გამოყენებულია ტყავის შემცვლელი. ძირის შემადგენლობა – 100% რეზინა. თასმა გასანთლულია, რაც უზრუნველყოფს სისველისა და ჭუჭყის მიმართ ამტანობას. გამოყენებულია მაღალი ხარისხის იტალიური წებო.

სად შევიძინო?

შეძენა მარტივია! ონლაინ მაღაზიის მეშვეობით: www.cortex.ge ან Ninelllie-ს სალონ-ბუტიკში (ბროსეს ქუჩა #2). საქართველოს მასშტაბით შენაძენის მიწოდება უფასოა. გვაქვს მოქნილი მიწოდების სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილების მუდმივი კონტროლი.

$122.50Select options