წესები და პირობები

შეძენის პირობები

წარმოება

პროდუქცია იწარმოება საქართველოში, თბილისში. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან, ნატურალური ტყავისგან. თითოეული მოდელი იქმნება ხელით და განსაკუთრებული ყურადღებით. საწარმოო პროცესი კონტროლდება ყველა საჭირო სტანდარტის დაცვით.

თანხის გადახდის პროცესი

ჩენს ვებგვერდზე პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ბარათის მეშვეობით.

საბანკო განვადება

კორტექსის კედების შეძენა შესაძლებელია ონლაინ განვადების მეშვეობითაც. განვადების გაკეთება შეგიძლიათ ონლაინ – TBC ბანკის ონლაინ გნაცხადის მეშვეობით.

როგორ შევიძინო კედი ვებგვერდიდან?

შეძენის პროცესი მარტივია. ონლაინ მაღაზიის მეშვეობით (www.cortex.ge) შეარჩევთ სასურველ პროდუქტს და ზომის მითითების შემდეგ ნივთი მოხვდება კალათში. ამის შემდეგ შეავსებთ თქვენს პირად ინფორმაციას და გადაიხდით თანხას.

კედები სპეციალურად შენთვის მზადდება

შეკვეთის შემდეგ, მოთხოვნა კედის დამზადებაზე ავტომატურად ეგზავნება საწარმოს და იწყება კედის შეკერვა სპეციალურად შენთვის. როდესაც კედი დამზადდება აცილებლად გეცნობებად მითითებულ ელ-ფოსტაზე.

მიწოდების პირობები

მიწოდება უფასოა!

ძვირფასო მომხმარებლებო, ჩვენ სრულიად უფასოდ მოგაწვდით შეკვეთას ადგილზე, მითითებულ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. ვინაიდან თითოეული კედი სპეციალურად თქვენთვის იქმნება, შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებთ მაქსიმუმ 4-7 დღის ვადაში. თქვენთან დაკავშირება მოხდება წინასწარ თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

შეკვეთის ჩაბარება

შეკვეთის მიღებისას გთხოვთ კარგად შეამოწმოთ მიღებული ამანათი და პროდუქციის ჩაბარება დაადასტუროთ თქვენი ხელმოწერით. ნებისმიერი პრობლემის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ჩვენთან დაკავშირება კურიერის გაშვებამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიზუალური დეფექტი აღმოჩენილ უნდა იქნეს კურიერის თანდასწრებით; მომარაგების ჯგუფი დეტალურად ამოწმებს ყველა პროდუქტს გამოგზავნამდე და ასევე ათანხმებს მის მახასიათებლებს თქვენთან, ასე რომ ნებისმიერი ვიზუალური დეფექტი ან/და ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობა ფაქტიურად გამორიცხულია.
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 2 04-57-77 ან მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე: fb.com/CortexShoes

შეკვეთის დაბრუნება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ კმაყოფილი იყოთ შენაძენით. ამიტომ, თუ რაიმე მიზეზით არ ხართ კმაყოფილი, შეგიძლიათ ნივთი უკან დააბრუნოთ. დაბრუნების ან ზომაში გადაცვლის შემთხვევაში, ნივთი უნდა დააბრუნოთ დაუზიანებელ, უხმარ მდგომარეობაში, თავისივე შეფუთვით და თავდაპირველ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხდება ნივთის დაბრუნება/გადაცვლა. დაბრუნება უნდა მოხდეს მაშინვე, როცა კურიერი მოგაწვდით ნივთს. ფასდაკლებული ნივთების დაბრუნება არ ხდება. შესაძლებელია მათი მხოლოდ ზომაში გადაცვლა.

გადაცვლა

შესაძლებელია ნივთის გადაცვლა სხვა ზომაში. ნივთის გადაცვლის შემთხვევაში, დაბრუნების მსგავსად, უნდა დაიცვათ შესაბამისი წესები. ამ შემთხვევაშიც საჭიროა განაცხადის შევსება შემდეგ ბმულზე: www.cortex.ge/feedback. განაცხადის შევსების შემდეგ უნდა დაელოდოთ ნივთის მარაგში გადამოწმებას. ჩვენგან მოგივათ შეტყობინება და ინსტრუქციები. გახსოვდეთ, ნივთის გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

უსაფრთხოება

ინფორმაციის კონფიდენციალურობა

ონლაინ მაღაზიით სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენთვის აუცილებელია თქვენზე გარკვეული პირადი ინფორმაციის მოპოვება. ეს შეიძლება იყოს ყველა ის ინფორმაცია, რაც თქვენს იდენტიფიცირებას ახდენს. სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტიური მისამართი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, ასაკი, სქესი.

ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ჩვენი მომხმარებლის კონფიდენციალურობა. თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, არ ექვემდებარება გავრცელებას, გაყიდვას, გამჟღავნებას და არ იქნება გამოყენებული კორტექსის მიერ კომერციულად ან სხვა ინტერესებისთვის.